logo_geo
პოლ ჯოიალი: როდესაც გყავს რადიკალური, მთავრობის დამხობით შეპყრობილი ოპოზიცია, მესმის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების ლოგიკა
- +

30 ივლისი. 2021. 20:54

 

 

19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ლოგიკას ხედავს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი ანალიტიკოსი პოლ ჯოიალი. ექსპერტის განმარტებით, მართალია, გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, თუმცა არგუმენტირებულ საფუძველს დამყარებული. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციური ძალის პირობებში, აშკარაა, რომ შეთანხმების ანულირება გარდაუვალი იყო.

 

„ისევე როგორც ყველა, ცოტა შოკირებული ვიყავი, მოულოდნელი იყო ჩემთვის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეთანხმების დატოვების შესახებ. თავდაპირველად უარყოფითად ვიყავი განწყობილი, თუმცა შემდეგ მოვისმინე ქართველების, ევროპელების და ამერიკელების კომენტარები.

ყურადღებით წავიკითხე „ქართული ოცნების“ განცხადება და დავინახე, რომ არის ლოგიკა ამ გადაწყვეტილებაში. შეთანხმების მიზანი იყო პოლარიზაციის დასრულება, მეტად ინკლუზიური მიდგომები პარლამენტის მუშაობაში, თუმცა როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის დიდი უმრავლესობა უარს ამბობს შეთანხმების ხელმოწერაზე, პარლამენტში სრულად შესვლასა და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე, ამან ცხადია დიდი ფრუსტრაცია გამოიწვია და ასევე ცხადი გახდა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ყველაზე ძლიერი ელემენტი უფრო მეტად იხრება არა კარგი მმართველობისკენ, არამედ ამ უწყვეტი დამანგრეველი ქცევებისკენ.

 

მართალია თავდაპირველად შოკირებული ვიყავი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, თუმცა ახლა უკვე ვხედავ არგუმენტირებულ საფუძველს. ერთადერთი, რაც უსიამოვნო იყო, ის ფაქტია, რომ როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არ ყოფილა წინასწარი კონსულტაცია ამერიკასა და სხვა პარტნიორებთან. თუმცა, აქვე უნდა გვესმოდეს ის რეალობაც, რომ როდესაც გვყავს ჩასაფრებული, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეპყრობილია მოქმედი მთავრობის დამხობით და არა პარლამენტში მუშაობით, საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლითა და ამომრჩევლების წარმომადგენლობით, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ მესმის ამ გადაწყვეტილების ლოგიკა“, - განაცხადა პოლ ჯოიალმა „ქრონიკასთან“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი