logo_geo
ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს
- +

31 ივლისი. 2021. 15:20

 

 

„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად, ერთადერთი გამოსავალი აცრების გააქტიურებაა.

 

„საქართველო ახლა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის, ალბათ, საწყის სტადიაზეა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ერთადერთი შესაძლებლობა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაც შეიძლება სწრაფი ზრდაა“, - აცხადებს პროფესორი.

 

მან, COVID-19-ის, „დელტა“ ვარიანტის გამო, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ჩვენთვის, პედიატრებისთვის, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა გახდა მიმართვიანობის გაზრდა პედიატრიულ სტაციონარებში. ზოგადად, სწორედ „დელტა“ ვარიანტისთვისაა დამახასიათებელი ჰოსპიტალიზაციის მეტი შემთხვევა. კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ეს დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი