logo_geo
ზალიკო ბერგერი: ჟურნალისტიკა იმას არ ნიშნავს, მიკროფონი ვიღაცას პირში ატაკო და გამოიწვიო
- +

2 აგვისტო. 2021. 13:44

 

 

„ვინც კახი კალაძესთან ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კით ხვა მაქვს მათთან — რასაც პატრიარქზე ლაპარაკობთ, იმაზე არ გრძნობთ უხერხულობას?“ - ამის შესახებ ზალიკო ბერგერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„კახი კალაძის პრეზენტაციაზე ბიჭმა და გოგომ შემაჩერა... სანამ ბიჭი რაღაცას მეტყოდა, გოგო იმეორებდა: 53... 53-იო. საკრალური რიცხვია-მეთქი. 53 ჟურნალისტი სცემესო. ოპოზიციურ არხებზე 53 ჟურნალისტი ერთად არ გვინახავს, ახლა ყველა ერთად შეიკრიბა და თავი აცემინა? ისე კი, ამ პანდემიის პერიოდში რა დროს პრაიდი და რაღაც მსვლელობებია. რა გეპრაიდებათ? რატომ იწვევთ ხალხის აგრესიას?

 

მკითხეს — აქ რომ მოხვედი, თავს უხერხულად არ გრძნობ, ჟურნალისტია გარდაცვლილიო? ძალიან სამწუხაროა... თქვეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლინიკიდან გასვლის მერე იმ ბიჭს გარეთაც უვლია, ფონიჭალაშიც დაუფიქსირებიათ... მისი გარდაცვალება ჟურნალისტების ჩაგვრასთან არ არის დაკავშირებული. საბოლოოდ დაადგენენ, რამ გამოიწვია ეს შედეგი. ვინც კახი კალაძესთან ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კითხვა მაქვს მათთან — რასაც პატრიარქზე ლაპარაკობთ, იმაზე არ გრძნობთ უხერხულობას?

 

მთელი მსოფლიო აღნიშნავდა, რომ ქართველი კალაძე მილანში თამაშობდა და ვარსკვლავი იყო, ამ დროს კი საქართველოში მისი ძმა მოიტაცეს და მოკლეს, ეს ნორმალურია? მაფია და აფერისტები იყვნენ ჩართული მისი ძმის მკვლელობის საქმეში. ახლა ეს ჟურნალისტები დარბიან და უხერხულობაზე კითხვებს სვამენ. ჟურნალისტიკა იმას არ ნიშნავს, მიკროფონი ვიღაცას პირში ატაკო და გამოიწვიო. უნივერსიტეტში ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, საგანიც კარგად ვიცი და ქცევის ნორმებიც, მაგრამ ამათში ვერაფერი დავინახე, საიდან მოვიდნენ, ვინ არიან?!“ - განაცხადა ზალიკო ბერგერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი