logo_geo
იმედო კახიანი: კახი გაიმარჯვებს!
- +

2 აგვისტო. 2021. 16:48

 

 

„კახი ახლაც ამტკიცებს თავის შრომისმოყვარეობას და მომავალშიც ასე იქნება“, - ამის შესახებ მსახიობმა იმედო კახიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„კახის ბავშვობის ასაკიდან ვიცნობ. მახსოვს, სტუმრად ვიყავი მათთან, წვიმდა, პატარა კახი სკოლიდან მოვიდა, მამამისმა მითხრა — ახლა ცოტა დაისვენებს და გაკვეთილების მომზადებას ისე შეუდგება, თქმა არ დასჭირდება, მერე კი ვარჯიშზე წავაო... ამ წვიმაში-მეთქი? მიზანდასახულია და შრომა არ ეზარებაო. ცნობილი მწვრთნელი ფეხბურთში ვალერი ლობანოვსკი, რომელიც ფეხბურთელებს ვარჯიშში არ ზოგავ და, კახიზე ამბობდა – როცა ვარჯიშს ვრჩებით, კახი ისევ აგრძელებს, იმდენად მონდომებულიაო... კახი ახლაც ამტკიცებს თავის შრომისმოყვარეობას და მომავალშიც ასე იქნება. მხარდაჭერას ვუცხადებ მას, შრომას დაფასება და დანახვა უნდა, კახი გაიმარჯვებს!“ - განაცხადა იმედო კახიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი