logo_geo
გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვემდგომი კომისიების წევრთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს
- +

4 აგვისტო. 2021. 00:41

 

 

„ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვემდგომი კომისიებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლებების განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

 

„მე გავეცანი საგამოძიებო კომისიის დასკვნას. ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაიცა ამ კუთხით. რიგ შემთხვევებში ტექნიკური ხარვეზები გამოწვეული იყო კომპეტენციის ნაკლებობით, შესაბამისად, ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვემდგომი კომისიებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლებების განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე. პირადად ჩემი ხედვაა, რომ სეგმენტური სწავლებები განხორციელდეს. ახალი ცვლილებების თანახმად გამოიკვეთა საუბნო კომისიების წევრების კონკრეტული როლები და ფუნქციები. შესაბამისად, გარკვეულ პროცესებზე პასუხისმგებელ პირებს უნდა გავუძლიეროთ კომპეტენცია კონკრეტულად იმ მიმართულებით. რაც შეეხება პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, მათ უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის იქნება უფრო მნიშვნელოვანი უშუალოდ კენჭისყრის დღეს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი