logo_geo
ნოდიკო ტატიშვილი: თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ იყო
- +

4 აგვისტო. 2021. 15:50

 

 

მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის ახალ იმიჯზე საუბრობს.

 

„მარტის თვეში თმა გადავინერგე, რადგან ცოტა შემითხელდა და ვიფიქრე, რომ სასწრაფოდ უნდა მეშველა თავისთვის. ბოლო პერიოდში თმაგადაპარსულს მომიწია ყოფნა და კლიპშიც უთმოდ ვარ. თუმცა, უკვე აღარ ვიპარსავ, თმამ ამოსვლა დაიწყო და სექტემბერ-ოქტომბერში ჩვეულ ფორმაში ჩავდგები. თუმცა, ჩემი მეგობრების უმრავლესობა და ოჯახის წევრები, მეუბნებიან, რომ გადაპარსული დავიტოვო - ძალიან მოეწონათ. მეც ცოტა შევეჩვიე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვეგუები. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ იყო და შევეჩვიე.“ -ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი