logo_geo
სალომე გოგიაშვილი: დიდი ხანია ისე არ მინერვიულია, როგორც მაშინ...
- +

4 აგვისტო. 2021. 18:26

 

 

„ის პერიოდი გადავლახეთ, რომ ვეუბნებოდი, მაშო, ჩაიცვი, გიხდება-მეთქი და არ იცვამდა.“ - ამის შესახებ, ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ის პერიოდი გადავლახეთ, რომ ვეუბნებოდი, მაშო, ჩაიცვი, გიხდება-მეთქი და არ იცვამდა. ახლა უფრო მეტი ნდობა გამოიჩინა და მაკიაჟიც, თმაც და ჩაცმულობაც, ჩემი შერჩეული იყო. სხვათა შორის, უნივერსიტეტში უმაღლესის გამოცდებიც ჩააბარა და შედეგებს ველოდებოდით. ძალიან კარგად სწავლობდა, ჩემგან განსხვავებით, მეტად პასუხისმგებლიანია, ხელოვნების კუთხით წავიდა და ძალიან მიხარია. იმდენად ცდილობდა და განიცდიდა, მთელს ოჯახს გადმოგვედო საგამოცდო ციებ-ცხელება. თუმცა, არ ვიმჩნევდი. გამოცდაზე რომ შევიდა, გეფიცებით, დიდი ხანია ისე არ მინერვიულია, როგორც მაშინ.“ -ამბობს სალომე გოგიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი