logo_geo
გიორგი კალანდია: მსგავსი სიძულვილი, დაუნდობლობა, ბულინგი, რასაც დღეს ვხედავთ, არ მინახავს!
- +

5 აგვისტო. 2021. 11:45

 

 

„დღე არ გავა, არ ამოირჩიონ ერთი მსხვერპლი და არ გახადონ ის კოლექტიური ბულინგის საგანი!“ - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორმა,  გიორგი კალანდიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მე ვარ ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი და ასე მგონია, არ უნდა ვაფიქსირებდე ჩემს პოლიტიკურ სიმპათიებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპათიები გამაჩნია, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ეს არ იყოს ცხადი, დროშების დაკავებასა და რაღაც ლოზუნგებზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა, თქვენს კითხვას ვუპასუხო: მსგავსი სიძულვილი, სიძულვილის პროპაგანდა, ერთმანეთის დაუნდობლობა, კოლექტიური ბულინგი, რასაც დღეს ვხედავთ, არ მინახავს! დღე არ გავა, არ ამოირჩიონ ერთი მსხვერპლი და არ გახადონ ის კოლექტიური ბულინგის საგანი! ამან ისეთი ფსიქოზური ხასიათი შეიძინა, რომ ვხვდები, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუნდაც სოციალურ ქსელს გადავხედოთ - ყველანაირი სტანდარტი მორღვეულია იმის, თუ რა შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს აკადრონ“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“.

 

 

big_banner
არქივი