logo_geo
ამირან სალუქვაძე: „ნაცმოძრაობამ“ მოკლა, გასვარა დანარჩენი ოპოზიცია
- +

5 აგვისტო. 2021. 11:50

 

 

„ნაცმოძრაობას“ წლებია, არაფერი აქვთ შესათავაზებელი, გარდა რყევებისა, სიცრუის და სიძულვილის ენისა“, - ამის შესახე გაზეთ „ქართულ აზრთან“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

 

„დღევანდელ ოპოზიციას განახლების უნარი არ აქვს. „ნაცმოძრაობამ“ მოკლა, გასვარა დანარჩენი ოპოზიცია, რადგან მოსახლეობის მეტი ნაწილისთვის, ვინც მათ მაგიდასთან ზის, „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად აღიქმება და ვერასდროს განვითარდებიან.

 

ამიტომ „ენმ“-ს ურჩევნია, ისევ მხოლოდ „ოცნებას“ ეომოს, ვიდრე სხვა გამოჩნდეს, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს. ამ ორომტრიალში ევროსაქები გააქრეს. დანარჩენებსაც შეიწოვენ, თუ ვერ გაიგებენ, რომ დამოუკიდებელი გზა აირჩიონ არჩევნებამდე, ხოლო შედეგებიდან გამომდინარე  იფიქრონ კოალიციაზე.

 

„ნაცმოძრაობას“ წლებია, არაფერი აქვთ შესათავაზებელი, გარდა რყევებისა, სიცრუის და სიძულვილის ენისა.

 

ქვეყნის რყევას, საზოგადოების დაპირისპირებას, დაზაფრვას ახერხებენ დიდძალი ფულადი რესურსების და მედიასაშუალებების, ასევე კონტროლირებადი ე.წ. მესამე სექტორის მეშვეობით.

 

ამ დაძაბული ცხოვრების გამო ხალხი პასუხს მოქმედ ხელისუფლებას სთხოვს. ითხოვენ ოპოზიციის და მედიის დასჯას“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ გაზეთ „ქართულ აზრთან“.

 

 

right_banner big_banner
არქივი