logo_geo
ხატია სიჭინავა: ყოველთვის მადლობელი უნდა იყო იმის, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, კარგი იქნება ეს თუ ცუდი
- +

5 აგვისტო. 2021. 15:47

 

 

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა თავისი ცხოვრების პერიოდზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემთვის არავის უსწავლებია ეკლესიის გზა. დედაც და მამაც საკუთარი ცხოვრებით იყვნენ დაკავებული და ეკლესიაში რომ წავეყვანე ან აეხსნათ, ღმერთთან როგორი ურთიერთობა მქონოდა, ასეთი მომენტი არ ყოფილა. პატარა ასაკში გადავწყვიტე, ეს გზა თავად გამევლო. ვინაიდან ლოცვები არ ვიცოდი, ჩემი პატარა რიტუალი მქონდა და ყოველი ძილის წინ ღმერთს მადლობას ვუხდიდი. იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ რატომღაც, ყოველი დაღამებისთვის და გათენებული დილისთვის, ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი და კიდევ იმისთვის, რაც მომავალში ჩემს ცხოვრებაში მოხდებოდა. დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა - თუ რამე კარგი ხდებოდა, მადლობას ვუხდიდი უფალს, თუ წინაღობა მხვდებოდა, ყოველთვის ვიცოდი, ეს იმიტომ, რომ უფრო გავძლიერებულიყავი. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ღმერთის წყალობაც იყო და იღბალიც. სულ ვამბობ: ყოველთვის მადლობელი უნდა იყო იმის, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, კარგი იქნება ეს თუ ცუდი. ცუდი როცა ხდება, უნდა იფიქრო, რომ უკეთესობისკენ გიბიძგებს და წინაღობა კი მიგითითებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდე და სწრაფი ნაბიჯებით წახვიდე შენი მიზნისკენ“, - ამბობს ჟურნალისტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი