მასწავლებელი ლადო აფხაზავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის ცხოვრებაში მშობლების როლზე საუბრობს.
„მშობლები არიან ჩემთვის ის ადამიანები, რომელთა გარდაცვალებაც დღემდე ვერ გავიაზრე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, რაც ამქვეყნიდან წავიდნენ. დღემდე ვერ მოვინელე ეს ტკივილი. დედა და მამა ჩემთვის საოცრებაა და ყოველთვის მათთან ურთიერთობას ვნატრობ. მთელი ცხოვრება ამ ადამიანებთან ურთიერთობის უკმარისობა მექნება“, - აღნიშნავს ლადო აფხაზავა.