logo_geo
ლადო აფხაზავა: ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს!
- +

5 აგვისტო. 2021. 20:18

 

 

„მე-8 კლასში მივხვდი, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი. ეს არავისთვის მითქვამს, არც ჩემი მშობლებისთვის. მაშინდელი სწავლის მეთოდი არ მომწონდა, ჩემს გულში ვაპროტესტებდი და მინდოდა, არსებული რეალობა შეცვლილიყო“, - ამის შესახებ მასწავლებელი ლადო აფხაზავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბავშვობაში ზოგს მფრინავი უნდა გამოვიდეს, ზოგს - პოლიციელი და მეც მსგავსი სურვილები მქონდა, მაგრამ მე-8 კლასში მივხვდი, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი. ეს არავისთვის მითქვამს, არც ჩემი მშობლებისთვის. მაშინდელი სწავლის მეთოდი არ მომწონდა, ჩემს გულში ვაპროტესტებდი და მინდოდა, არსებული რეალობა შეცვლილიყო. თუმცა, მყავდნენ მასწავლებლები, რომლებიც ჩემი ინსპირაციის წყარო გახდნენ. მე-8 კლასის უბის წიგნაკში მიწერია: ცვლილებები; ცვლილებები; ცვლილებები; ცვლილებები  აუცილებლად უნდა მოხდეს - შემიძლია, თავად მოვახდინო ცვლილებები? ამიტომ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი მასწავლებელი“, - ამბობს ლადო აფხაზავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი