logo_geo
ლადო აფხაზავა: ჩემთვის ფინანსური ინტერესი არასოდეს ყოფილა წარმატების თანმდევი
- +

6 აგვისტო. 2021. 03:00

 

 

მასწავლებელი ლადო აფხაზავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში წარმატების საიდუმლოზე საუბრობს.

 

„უცხოეთში ყოფნისას ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე თქვეს: ყველაზე წარმატებული ადამიანი არის ის, ვისაც ბევრი ფული აქვსო. რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა დამეუფლა, რადგან საქართველოში არიან წარმატებულები, ვისაც ფული არ აქვთ. მერე, რომ დავუფიქრდი, მგონი, მართლაც ასეა. წარმატებას შემოსავალიც უნდა ახლდეს, თუმცა ჩემთვის ფინანსური ინტერესი არასოდეს ყოფილა წარმატების თანმდევი. მქონდა ბევრი შემოთავაზება თბილისის კერძო სკოლებიდან, უნდოდათ, მათთან გადავსულიყავი, საკმაოდ მაღალ ხელფასს მპირდებოდნენ, მაგრამ მე მაინც ჩემს ლანჩხუთში, ყველაზე მცირეკონტიგენტიან და გაჭირვებულ სკოლაში დავრჩი“, - ამბობს ლადო აფხაზავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი