logo_geo
თაკო ნატროშვილი: პანდემია იყო ჩემთვის დიდი შეფერხება
- +

6 აგვისტო. 2021. 17:58

 

 

მოდელი თაკო ნატროშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პანდემიის პერიოდზე და მის გავლენაზე საუბრობს.

 

„პანდემიის უარყოფითი გავლენა ისეთ განვითარებულ ქვეყანაზე, როგორიც გერმანიაა, მაინც აისახა, ნერვების ომი ახლაც გრძელდება, მაგრამ საქართველოსთან შედარებით ბევრად უკეთესად ხდებოდა პანდემიის მართვა. მაგალითად ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ 5 კვირა ჰქონდათ, სახლში გამოკეტვის პრობლემა ჩემი შვილებისთვის არ ყოფილა.

 

სამაგიეროდ, პანდემია ჩემთვის იყო დიდი შეფერხება. ენის კურსებს გავდივარ და ერთი წლის წინ რომ უნდა დამემთავრებინა სასწავლო კურსი, ჯერაც ვერ დავასრულე. გერმანიაში ლოკდაუნი ნიშნავს სრულ დახურვას, ამიტომაც სოციალურ ურთიერთობებში ძალიან გაგვიჭირდა. როცა შეზღუდვა იყო, ერთზე მეტი ადამიანის სტუმრობა არ შეიძლებოდა“, -ამბობს მოდელი ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი