logo_geo
ლაშა ტალახაძე ტოკიოში ასპარეზობაზე: მიმაჩნია, რომ, ალბათ, წარმატებული შეჯიბრი იყო ჩემთვის
- +

7 აგვისტო. 2021. 11:56

 

 

„ვფიქრობ, ალბათ, წარმატებული შეჯიბრი იყო ჩემთვის“, - ასე აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, „ქრონიკასთან“ საუბრისას, იაპონიაში საკუთარ ასპარეზობას.

 

„ძალიან სასიამოვნოა, რომ, ყველა ტიტულთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მედალიც შევინარჩუნე. ასევე, ამ შეჯიბრზე დავამყარე ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებიც, რაც ძალიან კარგია. ამან ერთგვარი წარმატება და სილამაზე შეჰმატა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. მიმაჩნია, რომ, ალბათ, წარმატებული შეჯიბრი იყო ჩემთვის“, - ამბობს ლაშა ტალახაძე.

 

ლაშა ტალახაძე საქართველოში ღამით დაბრუნდა. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს აეროპორტში, გულშემატკივრებთან ერთად, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და თბილისის მერი დახვდნენ. ტალახაძესთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადის კიდევ ორი პრიზიორი, ძალოსანი ანტონ პლესნოი და მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ჩამოვიდა.

 

ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ანგარიშზე 8 მედალია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი