მსახიობი ნინო ლეჟავა ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში ცხოველების სიყვარულმა გადაარჩინა და ზოომაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
„ახლაც, პანდემიის პერიოდში, ფსიქიკურად შეშლას ცხოველების მიმართ ძლიერმა სიყვარულმა გადამარჩინა: ყველაფერი რომ გაჩერდა, ზოომაღაზიაში დავიწყე მუშაობა. შევისწავლე – დიპლომის გარეშე, რომელი მსუბუქი წამლების გაყიდვის უფლება აქვს ადამიანს… თან, ზოომაღაზია ჩემს სახლთანაა… მართალია, მერე თეატრები გაიხსნა, მაგრამ აქ მუშაობა ხელს არაფერში მიშლის: არც გადაღებებში, არც თეატრში… ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ხელს მიწყობენ. ჩემი იქ ყოფნა ყოველთვის უხარიათ. კარგი ჯგუფია. თუ 2-3 საათით ვარ გასასვლელი, მხარში მიდგანან: თუ მთელი დღით მივდივარ, ზოომაღაზიაში ვიღაც მცვლის…“- აღნიშნა მსახიობმა.