logo_geo
ლაშა ბექაური: უნდა გავხდე რეკორდსმენი ძიუდოში - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დღემდე არავის გაუკეთებია
- +

8 აგვისტო. 2021. 23:17

 

 

„იმედის კვირა“ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს შეხვდა. ძიუდოისტმა გამარჯვების შემდეგ საკუთარი ემოციები გაიხსენა, მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კი ჩემპიონის ბავშვობასა, ვარჯიშსა და კარიერაზე ისაუბრეს. ბექაურმა კი თავის სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

„უნდა გავხდე რეკორდსმენი ძიუდოში - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დღემდე არავის გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ რასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ზოგადად ცხოვრებაში, არ უნდა დაკარგოს ის, საიდანაც მოდის, არ დაავიწყდეს სად გაიზარდა, რა ხალხში. სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ, ეს ყველაზე მთავარი არის. სიცოცხლეშივე უნდა დავამარცხოთ სიკვდილი ჩვენი მიღწეული შედეგით, რომ დავტოვოთ ჩვენი სახელი, სიკვდილის შემდეგაც რომ იარსებოს ჩვენმა სახელმა“, - განაცხადა ბექაურმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი