logo_geo
დინა მირცხულავა: ბედნიერი და მხიარული ოჯახი გადაიქცა სრულ საშინელებად
- +

9 აგვისტო. 2021. 01:12

 

 

„ჩემი ძმა 2009 წელს გარდაიცვალა. 15 წლის იყო. ავტომანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. მე 22 წლის ვიყავი მაშინ. ბედნიერი და მხიარული ოჯახი გადაიქცა სრულ საშინელებად“, - ამის შესახებ ჟურნალისტი, დინა მირცხულავა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემი ძმა 2009 წელს გარდაიცვალა. 15 წლის იყო. ავტომანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. მე 22 წლის ვიყავი მაშინ. ბედნიერი და მხიარული ოჯახი გადაიქცა სრულ საშინელებად. თან მეგრელებს გლოვის სხვა ფორმა გვაქვს, ტრაგიზმით სავსე.  დედა ტირის,  ბებო სახეს იხოკავს, მამა ცალკე ტირის... ამ სამი ადამიანის დამშვიდებაში ვიყავი და ისე გამოდიოდა, რომ მე ვერ გამოვხატავდი ჩემს ტკივილს.

 

დავჯექი და დავიწყე წერა. ეს იყო „გაუგზავნელი ბარათები ძმას“, რომელიც არასოდეს გამომიქვეყნებია. იქ ვიკლავდი მონატრებას, ტკივილს და ყველაფერს. მერე აფხაზეთის ომის დაწყების დღე იყო და მაშინ პირველად ავტვირთე „ფეისბუქზე“ ამ თემაზე დაწერილი ნოველა. ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიფიქრე, კარგად გამომდის-მეთქი და დავიწყე და დავიწყე. “ - ამბობს ჟურნალისტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი