logo_geo
დინა მირცხულავა: ვფიქრობდი, ღმერთო, არასოდეს მანანებინო ამ მანძილის გავლა ჩემიდან მისამდე-მეთქი
- +

9 აგვისტო. 2021. 01:13

 

 

ჟურნალისტი, დინა მირცხულავა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის მეუღლეზე საუბრობს.

 

11 წელს მარტოობაში რომ გაატარებ და უცებ თხოვდები... მასთან შესახვედრად რომ მივდიოდი, კიბის ბევრი საფეხური უნდა ამევლო. მაშინ ვფიქრობდი, ღმერთო, არასოდეს მანანებინო ამ მანძილის გავლა ჩემიდან მისამდე-მეთქი. მართლაც, 2 წელი გახდა, რაც ერთად ვართ და წამითაც არ მინანია ეს გადაწყვეტილება. სულ ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი ჩემი ცხოვრების კომპენსაციაა, რაც ღმერთმა ჩემთვის გამოიმეტა ყველაფერ იმისთვის, რაც მანამდე გამოვიარე.

 

ერთ კვირაში ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს იყო მისი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ. ალბათ ყველა ქალისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. დღესაც ვერ ვგრძნობ, რომ ეს კაცი მამამისი არ არის. საოცარი ურთიერთობა აქვთ და ვეჭვიანობ კიდეც, რადგან მგონია, რომ ჩემზე მეტად უყვართ ერთმანეთი. მეორე, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ის არის. რომ ძალიან სიმპათიურია და ქალებს მოგვწონს სიმპათიური მამაკაცები.“ - ამბობს დინა მირცხულავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი