logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: გამოსავალი არის ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის მაქსიმალური სიმკაცრით აღსრულება
- +

10 აგვისტო. 2021. 17:45

 

 

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი არის ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის მაქსიმალური სიმკაცრით აღსრულება, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოწოდებული,“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატება რეგულაციების არ შესრულებამ გამოიწვია.

 

„სტატისტიკის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნის, გაფრთხილებისა და რეკომენდაციისა არ იყო გათვალისწინებული და დაცული ეს რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს ჰქონდა, რომ თუ არ იქნებოდა გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაციები, მივიღებდით საკმაოდ მძიმე მეოთხე ტალღას და რეალურად დღეს ვდგავართ ამ ფაქტის წინაშე“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საწოლფონდის რესურსი არის მინიმალური.

 

 

big_banner
არქივი