logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ
- +

24 აგვისტო. 2021. 19:21

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ჰოსპიტალური სექტორის რესურსი შეზღუდულია და საწოლების მობილიზება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

 

როგორც კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პროგნოზების გათვალისწინებით, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად აღარ უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეტი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება მოუწევდა.

 

„რეალურად ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ნიშნულზეა, ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ საწოლების მობილიზება. თუმცა ინფორმაციიდან, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა პროგნოზირების მაგენერირებელ ინსტიტუტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს და მთავრობას აწვდის, ალბათ ჩანს, რომ პიკის პერიოდი გარკვეულწილად გადავლილია.

 

ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდაზე რომ იყოს მოსაზრება, ალბათ სახელმწიფოს მოუწევდა მეტი შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა. სიმართლე გითხრათ, ქვეყანას, რომ ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეს, ახლა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ლოკდაუნი. ყოველდღიურად 70 ადამიანი გვეღუპება და შეიძლება ყოფილიყო 50-ით ნაკლები. სამწუხაროდ, ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. გვესმის, რომ ადამიანის ლუკმა-პური დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან და ბიზნესთან, ტურისტულ სეზონთან და ასე შემდეგ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეზღუდვები, რომლებიც, დაემატა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ეპიდემიის ტრაექტორიაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება. ამან შეიძლება მხოლოდ რაღაც ფსიქოლოგიური გავლენის ფორმა ითამაშოს. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ-ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ გარკვეულწილად პლატოს პერიოდი იწყება. რეალურად უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ამასთან, კულუმბეგოვმა ვაქცინაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს აქტიოურობისკენ მოუწოდა.

 

„ახლა მთავარია, სახელმწიფომ და ჰოსპიტალურმა სექტორმა, ექიმებმა, მედდებმა, სანიტრებმა გაუძლონ ამ დატვირთვას. სამწუხაროდ, ახლა ზღვარზეა სამედიცინო სექტორი, რისკია ორსულებთან მიმართებით, 50-ზე მეტი ორსული არის კლინიკაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც და სახელმწიფოს დავეხმაროთ, არის ვაქცინაციის ინტენსიფიკაციის პროცესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი