logo_geo
ხათუნა ხოფერია: გმირი ქართველი ჟურნალისტებიდან საბოლოო ჯამში იქცნენ გოგოხიებად!
- +

2 სექტემბერი. 2021. 16:02

 

„ქართველი ჟურნალისტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს ეამაყებოდა, ეიმედებოდა და იზრდებოდა ქართულ დამოუკიდებლობასთან ერთად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ადვილად ნგრევადია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის IV-V მოწვევის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჟურნალისტიკის სფეროს, ხელისუფლების მეთხე შტოს ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი, ადამიანები სცემდნენ პატივს, როგორც პრესის თანამშრომლებს, ასევე ტელევიზიის. სცემდნენ პატივს იმიტომ, რომ  ჟურნალისტებთან ერთად ჩვენმა ქვეყანამ გაიარა 9 აპრილი, როდესაც სიმართლე პირველ რიგში ჟურნალისტებისგან მოდიოდა, აფხაზეთის ომი, სადაც ჟურნალისტები წინა ხაზზე იღუპებოდნენ, ანუ სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოს გულისთვის. ქართველი ჟურნალისტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს ეამაყებოდა, ეიმედებოდა და იზრდებოდა ქართულ დამოუკიდებლობასთან ერთად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ადვილად ნგრევადია. როგორც კი წინა პლანზე წამოვიდნენ კერძო ტელევიზიები, როდესაც „რუსთავი 2“-მა 2003 წლის რევოლუციაში ითამაშა გადამწყვეტი როლი, ვფიქრობ რომ ამ ადამიანების ფსიქიკაში მოხდა რაღაც გარკვეული ცვლილება და არასწორი შეფასება მისცეს საკუთარ ადგილს სამოქალაქო საზოგადოებაში, ზოგადად სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

 

ამას თან ახლდა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში პოლიტიკური ჟურნალისტური ელიტის შექმნა. ანუ მეფის კართან დაახლოებული ჟურნალისტების შექმნა, რომელთა ძალაუფლება განუზომელი იყო. ამას თან ახლდა პრესამსახურების სრული არაადეკვატურობა. მოგეხსენებათ გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს, პრესამსახურების საქმიანობა, როდესაც პრესამსახურის უფროსების მხრიდან ხდებოდა იარაღის ჩადება, სპეცკადრების გადაღება. ასევე, ზუგდიდში, ახლა უკვე „მთავარი არხის“ ჟურნალისტი რომ არის ემა გოგოხია, სააკაშვილის პერიოდში მონაწილეობდა ე.წ. აფხაზეთის საზღვარზე ავტობუსის აფეთქების თემაში. ვითომ ხალხი დაიღუპა და ამ დროს პარალელურად არსებობდა კადრები, რომ ავტობუსი იყო ცარიელი და ეს იყო მოდელირებული ადამიანების დაშინებისთვის, ქართული საზოგადოების დაბულინგებისთვის. გმირი ქართველი ჟურნალისტებიდან საბოლოო ჯამში იქცნენ გოგოხიებად!“ - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი