logo_geo
ხათუნა ხოფერია: სულხან მოლაშვილს ყველაფერი რომ წაართვან, ღირსებას ვერავინ წაართმევს!
- +

3 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

„მთელი მასალები ზურას საქმის იქნა წაღებული ამერიკაში და ეს მასალები ახლაც იქაა... გარკვეული გარიგებების შედეგად ზურას თემამ გადაიწია მეორე პლანზე. მე კი ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ არსებობს პოლიტიკაში ისეთი თემები, რომლებზეც ხმამაღლა არ ვლაპარაკობ და არ ვთვლი ახლა საჭიროდ ვისაუბრო…“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის IV-V მოწვევის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ზურას მეგობრების გარკვეული ნაწილი, რომლებმაც გადავწყვიტეთ რომ მეგობრობა მხოლოდ ცოცხალ ადამიანს კი არა, მიცვალებულსაც, სჭირდება ძალიან დიდხანს ვიბრძოდით. პროკურატურას ვაწვდიდით ინფორმაციას, პირადად მე არაერთხელ მაქვს ჩვენება მიცემული, სახელი და გვარები მაქვს დასახელებული. იმედიანად ვიყავი გამსჭვალული. ისე მოხდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც კოჰაბიტირდა და რომელმაც დაიკავა ოპოზიციური ნიშანი, ზურას თემა აქცია მარგინალურად. საზოგადოების მხრიდან იყო ძალიან დიდი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის. ამ სამართლიანობის აღდგენაში შედიოდა გირგვლიანის, რობაქიძის, პრემიერ-მინისტრის მკვლელობის, სულხან მოლაშვილის თემა. ადამიანს ჩვენება აქვს მიცემული გარდაცვალებამდე. გიგა ბოკერიას პირდაპირ დაადო ხელი და ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ერთი ნაბიჯი არ გადაიდგა საიმისოდ, რომ სულხანის საქმე ღირსეულად დამთავრებულიყო. სულხან მოლაშვილს ყველაფერი რომ წაართვან, ღირსებას ვერავინ წაართმევს! სულხანი იყო თავისი ღირსების პატიმარი. ღირსეული, შეუდრეკელი რომ იყო, უკან რომ არ დაიხია, იმიტომ იყო პატიმარი. ანალოგიურია ზურაბ ჟვანიას თემაც. ზურას თემა სანამ არ გაიხსნება და არ დამთავრდება, სააკაშვილი მუდმივად იქნება დაკიდებული საქართველოს თავზე, როგორც დიდი უბედურება!

 

მთელი მასალები ზურას საქმის იქნა წაღებული ამერიკაში და ეს მასალები ახლაც იქაა... გარკვეული გარიგებების შედეგად ზურას თემამ გადაიწია მეორე პლანზე. მე კი ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ არსებობს პოლიტიკაში ისეთი თემები, რომლებზეც ხმამაღლა არ ვლაპარაკობ და არ ვთვლი ახლა საჭიროდ ვისაუბრო..

 

გამოძიებას დავუსახელე ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მუშაობდა უშიშროების საბჭოში, რომელმაც დატოვა საქართველო და წავიდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად თავისი ოჯახით. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და რეჟისორი იმ ყველაფრისა, რაც ზურას გარშემო მოხდა! მაშინ ჩემი თანდასწრებით გაარკვიეს ეს საკითხი და მითხრეს, რომ ზურა არის მოკლული 2 თებერვალს და 30 იანვარს დატოვა ამ ადამიანმა საქართველო, ამიტომ ვერ იქნებოდა ზურას მკვლელობის დროსო“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინაა ეს პიროვნება, ხათუნა ხოფერიამ უპასუხა: „იცის პროკურატურამ სახელი და გვარი. ზურას სიკვდილის შემდეგ 15-16 წელია გასული და ეს ადამიანი მას შემდეგ საქართველოში არ შემოსულა და არც მისი ოჯახი ჩამოსულა. ქართველია, მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი იყო. დათა ახალაიას გარემოცვიდან იყო!“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი