logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: ვიდრე არ გამოჩნდება მესამე ძალა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყოველთვის!
- +

3 სექტემბერი. 2021. 00:43

 

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ქართულ აზრთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 2021 წლის და 2024 წლის არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება.

 

„2021 წლის და 2024 წლის არჩევნები იქნება სრულიად მშვიდი და დასრულდება მოქმედი ხელისუფლების გამარჯვებით. ოპოზიცია პრაქტიკულად ვერ შეიქმნა, რადგან ყველა ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც პოლიტიკური პერსპექტივა საქართველოში არ აქვს. ჰყავთ რაღაცა პროცენტი მხარდამჭერების, თუმცა მათზე მეტი არ ეყოლებათ და ყოველჯერზე უფრო დააკლდებათ. ვიდრე არ გამოჩნდება მესამე ძალა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყოველთვის!“, - ამბობს ყანდიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი