logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ - რა სახელიც არ უნდა დაირქვან ამ ე.წ. ტელევიზიებმა, ისინი სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნამსხვრევები არიან
- +

3 სექტემბერი. 2021. 02:29

 

 

„მე არ მახსოვს, ჟურნალისტები ქუჩაში გამოსულიყვნენ მსოფლიოში და მოეთხოვათ ხელისუფლების გადადგომა. ისინი იბრალებენ ჟურნალისტობას და ითხოვენ მთავრობის გადადგომას, თორემ დღემდე, 51 წლის ვარ და ჯერ არ მინახავს, ჟურნალისტები გამოსულიყვნენ და მთავრობის დამთავრება დაეანონსებინოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და კომპანია „ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას - „როგორ შეაფასებდით ჟურნალისტების მხრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნას?“.

 

„ადამიანები, ვისზეც მელაპარაკებით და მოიხსენიებთ, როგორც ჟურნალისტებს, რეალურად ჟურნალისტები არ არიან.

ისინი არიან პოლიტიკური პარტიების პროპაგანდა-აგიტაციის მუშაკები. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან მათივე ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც გამოვიდნენ, ერთმანეთი სცემეს და მერე თქვეს, რომ ხელისუფლება გადადგესო. სრული სიგიჟეა. არავითარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ამაში არ აქვს. თვითონ ოპოზიციაა ის ე.წ. ტელევიზიები. თქვენ რასაც უყურებთ, მაგალითად „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ _ ესენი არიან პოლიტიკური პარტიები! ოღონდ რა სახელიც არ უნდა დაირქვან ამ ე.წ ტელევიზიებმა, ისინი საერთო ჯამში არიან  სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნამსხვრევები. საბედნიეროდ ჟურნალისტებს ჩვენს ქვეყანაში არ სცემენ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლების შესაბამისად ექცევიან“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი