logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია
- +

6 სექტემბერი. 2021. 12:38

 

„ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც მისივე განმარტებით, ძალიან ცოტაა.

 

„გარდაცვალების პიკი იგვიანებს შემთხვევების ცდის პიკთან მიმართებაში ორი-სამი კვირით. ჩვენთან პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც ძალიან ცოტაა. უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვაქცინაცია და პირბადე, ეს არის ორი ყველაზე ქმედითი საშუალება ახალი შემთხვევების შესამცირებლად, გარდაცვალების შესამცირებლად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი