logo_geo
თეა წულუკიანი: ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს
- +

9 სექტემბერი. 2021. 13:57

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, ისაუბრა, თუ როგორი დედაა შვილისთვის, მერიკოსთვის და როგორ ცდილობს, სამსახური და შვილთან ურთიერთობა შეუთავსოს ერთმანეთს.

 

„ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო. თურმე, ბავშვს უფროსის ენაზეც რომ ელაპარაკები, მისთვის ეს გასაგებია და მთავარია, რომ ელაპარაკო. რა თქმა უნდა, გაუგებარი სიტყვები საჭირო არ არის, მაგრამ ის, რომ რამდენიმე სამინისტრო არსებობს, ამას ის დაიმახსოვრებს, რაღაც მისთვის ზედმეტია, არაა მნიშვნელოვანი და არ დაიმახსოვრებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, შვილი ორი თვის იყო, როდესაც სამსახურს დაუბრუნდა.

 

„რა თქმა უნდა, 42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ეს უფრო ადრე ხდება. მერიკო 2 თვის იყო, როდესაც დეკრეტული შვებულება დავასრულე და სამსახურს დავუბრუნდი. რაც დამეხმარა, იყო ის, რომ ყოველთვის ვიზიარებდი ექიმების, პროფესიონალების, ფსიქოლოგების აზრს ან, მეტ-ნაკლებად, როგორც შემეძლო, სხვა დედების გამოცდილებას ვუსმენდი. სულ ვსწავლობდი, ვმუშაობდი და დედებთან მუდმივი შეხება არ მქონია. პირველ დღეებში, მუდმივად ვფიქრობდი, რომ დადგება დღე, როდესაც წავალ სამსახურში და როგორ უნდა მოვარიგო ერთი მეორესთან. არცერთი სამსახური არაა მარტივი, მაგრამ მინისტრად მუშაობა ძალიან რთულ პოლიტიკურ პროცესსა და განრიგს გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, როდის წახვალ სამსახურში და როდის დაბრუნდები უკან. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის ბავშვმა სულ არ იცის, როდის რომელი საათია, გადავწყვიტე, რომ არ მეთქვა ტყუილი და საღამოს 8 საათზე ვყოფილიყავი სახლში და შაბათ-კვირას - მასთან. ასევე, ვიცხოვრეთ პირველი 3 წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ. რაც არ უნდა ლამაზად ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არაა უპრობლემო და ლამაზი, არც იდეალური დედაშვილური ურთიერთობა არსებობს და არც - იდეალური ოჯახები არ არსებობს და ამიტომ, ვაღიარებ, რომ საღამოს, მე თამაში არ გამომდის, რადგან ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გააკეთა დღის განმავლობაში, რა მოეწონა, რამ გააღიზიანა და თუ რამე არ მოეწონა, მეკითხება ხოლმე. მაგალითად, ამასწინათ, რაგბის მოედანზე, კაცებთან ერთად ვიყავი. როგორც ჩანს, ამას მოკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა, ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო. გაუკვირდა. მჯერა, რომ საუბრით იგებს და იმედი მაქვს, რომ არ ვცდები. მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა, მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ, რაღაცნაირად, „წითელი ხაზები“ დავადგინო - რა შეიძლება და რა - არა. მან იცის, რომ ცუდია ცუდი სიტყვები. მე წამომცდება ხოლმე, და ასე ხდება საკმაოდ ხშირად, ის შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი, რათა ცუდი სიტყვები მისთვის ჩვეულებრივი ამბავი არ იყოს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი