logo_geo
თამაზ მოლაშვილი: ჩემი შვილი ვაჟკაცური სულის პატრონი იყო, სააკაშვილი კი არაკაცი!
- +

11 სექტემბერი. 2021. 23:03

 

 

„არ ვაქებ, მაგრამ ჩემი შვილი ვაჟკაცური სულის პატრონი იყო, სააკაშვილი კი არაკაცი, ფეხებზემკიდია, უპრინციპო ადამიანი იყო, ამიტომ სულხანი ცოტა კახურად ეპყრობოდა ხოლმე, მკაცრად. ერთხელ მეც კი ვაგინე მაგას, არ დამავიწყდება...“ - ამის შესახებ „ნაცრეჟიმის“ მსხვერპლის სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრს“ განუცხადა.

 

„ სულხანის დაბადების დღე იყო, ამას გიყვებით ჯერ კიდევ იმ დროზე, სანამ „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა. 11 საათი იყო უკვე, სტუმრები მოსულები, სულხანი ჯერ არ ჩანდა. ცხონებულმა მისმა სიდედრმა მითხრა - ბატონო თამაზ, ხალხი მშიერია, დავსხდეთ მაგიდასთან, სულხანი როდის მოვა, ხომ არ ვიცითო... დავსხედით და სულხანი 12-ს რომ გადაცდა, მერე მოვიდა. სტუმრად სანდრა რულოვსი და მაცაცო გვყავდა კიდევ, ორივე მღეროდა, სულხანის ცოლისდა, ცხონებული, როიალზე უკრავდა და მოკლედ, მხიარულება იყო.

 

გავიდა ცოტა ხანი და მობრძანდა სააკაშვილი, მე თამადა ვიყავი და დავინახე, რომ სამი-ოთხი პატარა ჭიქა ღვინო დალია, ჭამა, ჭამა, ჭამა და მერე ადგა, გვერდით გავიდა. მე შემოსწრებულის სადღეგრძელოს დალევას ვაპირებდი უკვე და სულხანს ვკითხე - რა იქნა მიშა-მეთქი? ვიფიქრე, ალბათ, ტუალეტში გავიდა-მეთქი... წავიდაო, სულხანმა მიპასუხა. აღარ მივაქციე ყურადღება ამ ამბავს და რადგან თამადა ვიყავი, სანამ ბოლო სტუმარი არ გავიდოდა სახლიდან, მანამდე სუფრას ვხელმძღვანელობდი. მოგვიანებით სულხანი მოვიდა და მეუბნება - მამა, მიდი, სანდრა ჩასვი მანქანაში და სახლში გააცილეო... მაპატიე, შვილო, ახლა რასაც ვიტყვი და  ერთი მაგის პატრონის დედაც-მეთქი, ვუპასუხე სულხანს. ქმარი აქ არ ჰყავდა? ვერ წაათრია-მეთქი? კი, საზოგადოებაში მიღებულია, რომ ცოლი სადღაც მუშაობს, ქმარიც სადღაც მუშაობს, მერე სადმე დაგპატიჟებენ და მიხვალთ, მაგრამ შუაღამისას ნასვამ ხალხში ცოლს ვის უტოვებ, მე მაგის დედა ვატირე? ეგ კაცობაა? ჩაისვი ცოლი მანქანაში, მიიყვანე სახლში, დატოვე და მერე თავში ქვა გიხლია, სადაც გინდა, წადი! და ასეთი რამდენი ერთი გითხრათ კიდევ...

 

 ასეთი რაღაცეების გამო ლანძღავდა ხოლმე მერე სულხანი მიშას, ამიტომ როგორც ჩანს, პირადი ანგარიშებიც ჰქონდა მიშას ჩემს შვილთან, რომ სხვებივით არ წაუწვა მაგას სულხანი, გვერდში არ დაუდგა მის გოთვერნულ-მაიმუნურ საქმიანობაში! და დამიღუპეს შვილი...“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი