logo_geo
თამაზ მოლაშვილი: საწოლის პირდაპირ სულხანის ბავშვობის სურათები მაქვს გაკრული და ღამე რომ მეღვიძება, ვუყურებ და ვტირი...
- +

12 სექტემბერი. 2021. 00:29

 

 

რაც მაგას და სხვებს დანაშაული აქვთ ჩადენილი... „ - ამის შესახებ „ნაცრეჟიმის“ მსხვერპლის სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში გიგა ბოკერიას შესახებ განაცხადა.

 

გინდაც გიგი უგულავა ავიღოთ, 48 მილიონი შეჭამა და ციხეში სულ რამდენიმე თვე ჩასვეს. აბა, მე და თქვენ წავიდეთ და ვინმეს 100 ლარი მოვპაროთ, წლებს მოგვისჯიან! იძახიან, რომ ვითომ ამერიკა ეუბნება ამათ ასე, რომ ბოკერიას ხელი არ ახლონ, ან გინდაც სააკაშვილს რომ არ იჭერენ... სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც, კახურად ვიტყვი - ფეხებზე დაიკიდებს ამერიკის მითითებებსაც, იმათაც და ამათაც, მანამდე საქართველოში არც სულხან მოლაშვილის საქმეს გამოიძიებენ და არც მაგალითად ზურაბ ჟვანიას საქმეს. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ? კაცი გაზით გაიგუდაო, გვეუბნებოდნენ და გაზი სულ არ ყოფილა იმ ღამეს და რამ გაგუდა?! ესენი კი გაჩუმებულები არიან, ვითომც არაფერი...

 

ხანდახან რომ ყველა სფეროს გადახედო ადამიანმა, გაგიჟდები... კი, ბატონო, შეიძლება რაღაცაში ეჭვი შეგეპაროს, ნამდვილად არის თუ არა ესა და ეს პირი დამნაშავე, მაგრამ დანაშაულის ჩადენის 100%-იანი ფაქტები რომ გაქვს ცხვირწინ, ამასაც რომ არ იძიებ და დამნაშავეს არ სჯი, რაღაზე უნდა ისაუბრო საერთოდ? გული მაქვს გაგლეჯაზე, რომ იტყვიან... ჩემი საწოლის პირდაპირ სულხანის ბავშვობის სურათები მაქვს გაკრული და ღამე რომ მეღვიძება, ვუყურებ და ვტირი... - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი