logo_geo
გიგა ჭიკაძე: დედა რომ მყავდეს ცოცხალი, რა თქმა უნდა, გავუკეთებდი რამე საჩუქარს
- +

12 სექტემბერი. 2021. 22:28

 

 

ბრაზილიელ ედსონ ბარბოსაზე გამარჯვების შემდეგ „იმედის კვირამ“ ერთი დღე საქართველოში დაბრუნებულ გიგა ჭიკაძესთან გაატარა. 33 წლის UFC-ის მებრძოლმა თავის ცხოვრებაზე და ბოლო ბრძოლაზე ისაუბრა და დედაც გაიხსენა, რომელიც 2013 წელს სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

 

„დაანოკაუტე სიმსივნე“ - ეს საჩუქარია, რომელსაც დედას ყოველი მოგებული ბრძოლის შემდეგ უძღვნის:

 

„დედა რომ მყავდეს ცოცხალი, რა თქმა უნდა, გავუკეთებდი რამე საჩუქარს. მის საჩუქარს ვაკეთებ, როცა ვეხმარები რამდენიმე ადამიანს იმ პრობლემით, რომლითაც, სამწუხაროდ, დედაჩემი დაიღუპა“, - ამბობს ჭიკაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი