logo_geo
ლაშა ტალახაძე: ჩემთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს
- +

13 სექტემბერი. 2021. 00:24

 

 

„სიტყვებით ნამდვილად მიჭირს ხოლმე გულშემატკივრებისადმი გამოვხატო მადლიერება, იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ჩემთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს“, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან თავის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„როდესაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გულშემატკივარი არ ესწრებოდა, არ იყო საბრძოლო სიტუაცია და უხასიათოდ ვიყავით. გულშემატკივრები გვაძლევენ სტიმულს, გვაძლევენ მობილიზების საშუალებას. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი კომენტარებს, რომ ყველა ჩვენს გამარჯვებასა და წარმატებას ელოდებოდა. როდესაც უშუალოდ შრომობ და წვალობ და გადიხარ შეჯიბრზე, ძალიან ბევრი მეფიქრება ჩემს გულშემატკივრებზე, რომ გამარჯვებასთან ერთად ისინი ჩემგან ახალ რეკორდებსა და მაქსიმალური შედეგის დაფიქსირებას ელიან და ძალიან დიდი მადლობა მაინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათი იმედი არ გავაცრუო“, - განაცხადა ტალახაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი