logo_geo
„საქართველოს გაუმარჯოს“ - როგორ ასწავლიდა ბექაური რუს ფრენბურთელებს „ქართულს“
- +

13 სექტემბერი. 2021. 11:16

 

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიხსენა.

 

მისი თქმით, იქ რუსი ფრენბურთელები გაიცნო, რომელთაც შესთავაზა, რომ დაეძახათ - „საქართველოს გაუმარჯოს!“

 

„ვუთხარი მათ, „საქართველოს გაუმარჯოს!“ ვთქვათ-მეთქი ერთად და ვთქვით - თან რუსები რომ იყვნენ! მერე მეკითხებოდა ერთი, რას ნიშნავსო. ვუთხარი, კარგი რაღაცაა-მეთქი“, - განაცხადა ბექაურმა.

 

მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთ მათგანს ისიც უთხრა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდებოდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი