logo_geo
თეა წულუკიანი გახარიას პარტიაზე: იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით
- +

15 სექტემბერი. 2021. 00:19

 

 

თეა წულუკიანმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერებს მიმართა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის.

 

„ამ ეთერით ასევე მინდა ვისარგებლო და მოვუწოდო ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. ნუ დაუჯერებთ, მერე მოვლენ და იტყვიან: „წულუკიანმა არ იცის, თორემ ბიძინასთან დალაგებულები ვართ“. აი, ამ დონის ავანტიურით არიან დაკავებულები. ეს არის ავანტიურა, ხალხნო! არსად არ მიდის ეს გზა“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი