logo_geo
თეა წულუკიანი: „ტრუპების მენტალიტეტიდიან“ ვერ გამოვიდნენ...
- +

15 სექტემბერი. 2021. 02:32

 

 

„პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, როგორც ეს მათ სურთ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც უსმენდა და იმანაც, ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„მე ველოდები გამოძიებას და მაინტერესებს, როდესაც ერთ-ერთი ტელეარხიდან ვისმენთ, თითქოს 6 თუ 7 ათასი ფაილი არსებობს, რომელიც მოიპოვეს აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანისგან. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახლა ამ გარდაცვალებითაც შეეცდებიან მანიპულირებას, როგორც ეს იყო ბაჩალიაშვილის, ხორავას ქუჩის საქმეებზე. უკაცრავად გამოთქმისთვის, „ტრუპების მენტალიტეტიდიან“ ვერ გამოვიდნენ. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, როგორც ეს მათ სურთ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც უსმენდა და იმანაც, ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა. ტირაჟირებამ შეიძლება ადამიანები თვითმკვლელობამდე მიიყვანოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი