logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების მობილიზება, რათა შევძლოთ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება
- +

15 სექტემბერი. 2021. 22:12

 

„რეფორმების პროცესი და საქართველოს ერთგულება რეფორმებისადმი ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია და დაგვიმტკიცებია. საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას და ასეთივე წარმატებით გააგრძელებს ამ პროცესს“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების მობილიზება, რათა შევძლოთ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება.

 

„ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი და ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად, რათა ვისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე. არჩევნების შემდეგ უკვე მზად ვიქნებით განვსაზღვროთ ის ნაბიჯები, რაც საქართველოს სჭირდება 2024 წელს განაცხადის გასაკეთებლად. ასევე განვსაზღვრავთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით გაიაროს ის რთული გზა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. ამ პროცესში მეგობრების და პარტნიორების დახმარება გვჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების მობილიზება, რათა შევძლოთ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

big_banner
არქივი