logo_geo
ანა დოლიძე: კახა კალაძე სჯობია ყველა მერს, ვინც იყო მანამდე
- +

16 სექტემბერი. 2021. 00:13

 

პარტიის “ხალხისთვის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძე სჯობია ყველა მერს, ვინც იყო მანამდე.

 

 „ჩვენ მაჩანჩალა, დაჭაობებული ქალაქის სტატუსი გვაქვს დღეს და მე გეტყვით, დღესდღეობით რატომ აფასებენ მას იმ რეიტინგით, რა რეიტინგიც აქვს.

 

იმ ფონზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს ჰყავდა მმართველები და რა მმართველებიც ქალაქს ჰყავდა მანამდე, აქ რაღაცა ქმედება ჩანს, მაგრამ ეს ქმედება საერთოდ არ არის საკმარისი, რომ ეს იყოს ევროპული დონის ქალაქი.

 

კახა კალაძე ჯობია, ვინც იყო მანამდე… არც მინდა შევადარო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას, თავისი პრობლემები ეყოფათ,” – განაცხადა ანა დოლიძემ “ღამის კურიერის” ეთერში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი