logo_geo
ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე ამ ქვეყანას ექნება სიმშვიდე, 2024-ში კი ჩატარდება არჩევნები, როგორც ეს არის საჭირო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად
- +

16 სექტემბერი. 2021. 02:28

 

„ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით ყოფილიყვნენ ჩამოსულები საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში და ასობით ასეთი დამკვირვებელი იქნება რეალურად ჩართული საქართველოში უშუალოდ საარჩევნო პროცესში, რაც ძალიან კარგია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ დასკვნებს ბუნებრივია დიდი მნიშვნელობა ექნება. ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ როდესაც იდება რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი დასკვნა, საბოტაჟი განახორციელონ და ა.შ. ამის რესურსიც აღარ აქვთ მათ - გინდ დარჩნენ პარლემენტში, გინდა გავიდნენ, გინდა ქუჩაში სცადონ - არაფრის რესურსი აღარ აქვთ და ბუნებრივია, არაფრის საშუალებას არ მივცემთ. 2024 წლამდე ამ ქვეყანას ექნება სიმშვიდე, 2024-ში კი ჩატარდება არჩევნები, როგორც ეს არის საჭირო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

big_banner
არქივი