logo_geo
ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ემზადებიან გარდაუვალი მარცხისთვის!
- +

16 სექტემბერი. 2021. 16:55

 

ოპოზიციას აქვს ის გეგმა, რა გეგმაც ჰქონდა შარშან, როდესაც ემზადებოდა პირველი ნოემბრისთვის და ალბათ 11 ოქტომბრისთვის. გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პერიოდიდან ვნახულობდით სხვადასხვა კვლევებს, თითქოს „ქართული ოცნება“ ვერ ლახავდა 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს, თითქოს „ქართული ოცნება“ დამარცხდებოდა და ა.შ. პარალელურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ პირველი ნოემბრის სცენარი, როდესაც ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო, 8 ნოემბერი, როდესაც ოპოზიციამ სცადა ცესკო-შენობის შტურმით აღება”, - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს პარტიულ სიაშია.

 

ოპოზიცია არ ატარებს საარჩევნო კამპანიას. ერთი მხრივ, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეძახიან რეფერენდუმს, ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე მეტი ვერ აიღოს, და მეორე მხრივ, არ აკეთებენ არაფერს - არ ხვდებიან მოსახლეობას, არ ესაუბრებიან იმ პრობლემებზე, რაც აქვს თითოეულ მოქალაქეს, არ ჩანან მათი მერობის კანდიდატები, რომლებსაც ისინი რეფერენდუმის ლიდერებს უწოდებენ, მათ არ აქვთ ფასიანი საარჩევნო რეკლამა - იშვიათად ნახავთ მათ ბანერებს და ა.შ. ამას აქვს ერთადერთი ახსნა, ისინი ემზადებიან გარდაუვალი მარცხისთვის და იციან, რამდენიც არ უნდა დახარჯონ თანხა, წარმატებას ვერ მიაღწევენ. მათი ფინანსური რესურსების ხარჯზე საარჩევნო კამპანიის ჩატარებას არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომ მეორე სცენარი არის სამი-ოთხი დღის, სადაც მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში და გადალახავს 43%-იან ე.წ. ბარიერს, განავითარონ სცენარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები. ამისკენ მიდის სრული მზადება და როგორც ჩანს, ისინი ფინანსებსაც, რესურსებსაც იყენებენ დაახლოებით იმისთვის, რომ ეს კამპანია 3 ოქტომბერს გაგრძელდეს. ამას ემატება მიხეილ სააკაშვილის ვითომ ჩამოსვლის ფაქტორიც. თუმცა, ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი ქვეყანაში, რომ არავინ დააყენოს ეჭვქვეშ 2 ოქტომბრის არჩევნები. ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი