logo_geo
კრისტი ყიფშიძე: ძალიან მიყვარს მოგზაურობა
- +

16 სექტემბერი. 2021. 16:56

 

მოდელი, კრისტი ყიფშიძე ზაფხულის პერიოდზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

 

 

„წლევანდელი ზაფხული საოცრად დაიწყო, პირველი ივნისის დილა ბაჰამის კუნძულებზე გათენდა და რამდენიმე საათში მაიამიში გავფრინდი. როგორც ყველას, მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა და წელს ზაფხულის პირველივე დღიდან გამიმართლა. იქიდან კოლორადოში გადავედი -ზღვიდან მთაში გადავინაცვლე. „პოსტალიონის“ მაყურებლისთვის ვიდეორეპორტაჟებიც გავაკეთე ამ ულამაზესი ადგილებიდან და დასვენებას საქმეც შევუთავსე. თან, ყველაფერი მე თვითონ გადავიღე ჩემი ტელეფონით. მასალამ ძალიან დიდი მოწონება  დაიმსახურა და  ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. თბილისში ივნისის ბოლოს დავბრუნდი. ივლისი ძალიან დაკავებული მქონდა, ფაქტობრივად 24-საათიანი რეჟიმით ვმუშაობდი და საოცრად პროდუქტიული თვე გამოვიდა. ვფიქრობდი, რომ აგვისტოში ერთი კვირით მაინც წავიდოდი სადმე დასასვენებლად - როგორც გითხარით ერთი თვე ამერიკაში ვიყავი , მაგრამ იქ დასვენების პარალელურად, დისტანციურად ვმუშაობდი კიდეც - ამიტომ არ გამოვიდა დასვენება, ჩემი გეგმები რადიკალურად შეიცვალა, რადგან აგვისტოს დასაწყისში კოვიდი დამიდასტურდა და თითქმის მთელი თვე მას „მივუძღვენი“.“ - ამბობს ყიფშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი