logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი
- +

16 სექტემბერი. 2021. 22:21

 

 

„მართვის პროტოკოლი კარგია. ახლა, გადახედვა ხდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა და ჯერ არ არის დამტკიცებული მარეგულირებლის მიერ, წინსწრებით ავსახოთ პროტოკოლში“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პროტოკოლი იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.

 

„სხვათა შორის ახლა ჯანმო-ს დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ეცნობა კლინიკების საქმიანობას და ჯერ მათ პროტოკოლზე არ გამოუთქვამთ არანაირი შენიშვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი.

 

ადამიანებისთვის მტკივნეულია სიცოცხლის დაკარგვა, 80 გარდაცვლილი, 70 გარდაცვლილი, მაგრამ ნაკლებად უფიქრდებიან იმას, რომ ეს 60 გარდაცვლილი და 80 გარდაცვლილი არის 60 000 ავადმყოფიდან. ამას არ ითვალისწინებენ და პროტოკოლზე ლაპარაკობენ. ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი