logo_geo
შალვა რამიშვილი: გახარიას ქმედების ერთადერთი ახსნაა, მისი თანამშრომლობა სააკაშვილთან
- +

17 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

„მე მაქვს გარკვეული ინფორმაციები და ბევრი ფიქრი არ მიწევს ამ საკითხზე, რადგან რაღაცეები ვიცი. ერთადერთი, რაც ღიად და საჯაროდ შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ საღი აზრის ფარგლებში აუხსნელია მისი [გიორგი გახარია] ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა POSTV-ის გენერალურმა პროდიუსერმა და „დიდი გადაცემის“ ავტორმა შალვა რამიშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“.

 

„ამას შეიძლება ჰქონდეს ახსნა, რომ გახარია მიხეილ სააკაშვილს შეეკრა; შეიძლება გადადგომა მის ლაჩრობას დავაბრალოთ და კიდევ ბევრ სხვა რამეს _ ეს გასარკვევია, მაგრამ მისი აღნიშნული საქციელი რომ თავისთავად, უპატიებელი იყო, ამაში ორი აზრი არ არის. აღნიშნული ნაბიჯის განსამარტად გახარიამ ძალიან ბევრი მიზეზი მოიყვანა, ამ მიზეზებში ირევა, იტყუება, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს... ზოგადად, როდესაც ადამიანი ასე იქცევა და ასე არეულად ხსნის თავის საქციელს, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეს მალავს.

ყველაფერი ეს სახეზეა _ ხან მელიას გამო გადადგა, რადგან იქ საშიშროება იყო, სისხლი დაღვრილიყოო, თუმცაღა, მერე აღმოჩნდა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია იდეალური იყო. იმ რთულ პირობებში ადამიანის აყვანის ისეთი სპეცოპერაცია აქამდე, მგონი, არც ჩატარებულა; ხან იძახის, მელიას გამო არ გადავდექიო; ახლახან საერთოდ ასე თქვა _ იმ დროს ოფისში შესვლა საერთოდ არ შეიძლებოდაო, თუნდაც საქმე (მელიას დაკავების სპეცოპერაცია) კარგად დამთავრებულიყო, რადგან თვითონ ოფისში სამართალდამცავების შესვლა გამოიწვევდა უცხოელი  პარტნიორების უკმაყოფილებასო... და ვინ მიიყვანა ოფისამდე საქმე? ის იყო მაშინ პრემიერი, მანამდე დაეჭირა _ როგორც კი მელიამ სამაჯური ისროლა, იმ დღესვე აეყვანათ! მასზე არ იყო ეს პასუხისმგებლობები? აქედან გამომდინარე, უბრალოდ, არ იხსნება მისი საქციელი! ერთადერთი ახსნა არის მისი თანამშრომლობა სააკაშვილთან - რა თქმა უნდა, მეტი მტკიცებულებებია საამისოდ საჭირო, რომ ეს ყველამ დაიჯეროს, თუმცაღა, თავად მისი ახსნები, თავად მისი საქციელი ამ ვერსიას მხოლოდ ამყარებს!“, - განაცხადა რამიშვილმა.

 

წყარო: გაზეთი „ქართული აზრი“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი