logo_geo
მეუფე სტეფანე: ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი!
- +

19 სექტემბერი. 2021. 22:09

 

 

„ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი! ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ „იმედის კვირას“ იმ სასულიერო პირებზე საუბრისას განუცხადა, რომლებიც მან მასზე განხორციელებული თავდასხმისთვის დღეს განკვეთა.

 

მეუფე სტეფანეს რადიკალური ზომების მიღება და ათამდე სასულიერო პირის ეკლესიიდან განკვეთა მოუხდა. არ არის გამორიცხული ორშაბათი ჭყონდიდის ეპარქიისთვის მძიმე აღმოჩნდეს. ეკლესიიდან განდევნილები ეპარქიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებენ.

 

განკვეთილი სასულიერო პირები ეპარქიის ყოფილ მმართველს, პეტრე ცაავას საკუთარ მოძღვრად აღიარებენ და მასთან კომუნიკაციას არ უარყოფენ. სალხინოს მონასტრის ყოფილი იღუმენი (დანიელი), ტარიელ გვილავა აცხადებს, რომ პეტრეს ბრალდებებს პატრიარქმა პასუხი უნდა გასცეს.

 

„ბრალდებას რომ წაუყენებენ სასულიერო პირს, ვალდებულია პასუხი გასცეს. რატომ არ გამობრძანდა და პასუხი არ გასცა პატრიარქმა. ანგელოზია, თუ მთავარანგელოზი; მიქაელია თუ გაბრიელი?! ადამიანია ხორციელი!“, - განაცხადა სალხინოს მონასტრის ყოფილმა იღუმენმა (დანიელი), ტარიელ გვილავამ.

 

big_banner
არქივი