logo_geo
კახა კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება
- +

21 სექტემბერი. 2021. 22:30

 

„მართლაც უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები,

რომელიც 2 ოქტობერს გაიმართბეა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  საქართველოს პირველი არხის ეთერში, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.

 

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ.

რამდენისმე დღის წინ, საზოგადოებას წარბუდგინეთ საარცევნო პროგრამა - „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“  და დავიწყეთ ასევე დეტალურად გაშლა კონკრეტული მიმართულებების. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგება 6 ძირითადი პოლიტიკისგან. ეს არის - ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო, გარემოს დაცვის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი და რამდენიმე დღეში  მართვის და ეკონომიკის მიმართულებებით გავაჟღერებთ ჩვენ  ხედვებს.  მე დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი