logo_geo
ვის განიხილავს გიგა ბოკერია პარტიის ახალი ლიდერის პოზიციაზე?! - ირაკლი გოგავას განცხადება
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:40



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" მომავალ ლიდერზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია ამ თანამდებობაზე გიგი უგულავას განიხილავს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" არსებობა ბლოკავს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას.


„ბოკერია სწორედ უგულავას განიხილავს პარტიის ახალი ლიდერის პოზიციაზე. მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ცუდ სამსახურს უწევს დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს. მათი არსებობა ბლოკავს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ცუდი ის გახლავთ, რომ „ოცნებასაც" ერთგვარად აწყობს ისეთი ძალის მთავარ ოპოზიციად ყოფნა, რომელსაც შანსი არ აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი სურათი არ იძლევა საშუალებას, რომ ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული ოპოზიციური ჯგუფები და ამის გამო ქვეყანაში ვერ იმართება პრაგმატულ და რეალისტურ ფუნდამენტზე დამყარებული პოლიტიკური დებატები. მარტივად რომ ვთქვათ, მთელი დღევანდელი ქართული სჯა-ბაასი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხარე მეორეს უწოდებს რუსეთის აგენტს, ხოლო მეორე პასუხობს „შენ თავად ხარ რუსეთის აგენტი". იარლიყების მიკერებით კამათი არ არის სერიოზული პროცესი. თუმცა პოლიტიკურ სპექტრში განათლების პრობლემაცაა, ისევე, როგორც მედიაში და მოსახლეობაში, რომელსაც სტუდიაში გაწევ-გამოწევის ყურება ურჩევნია პრაგმატულ და კომპეტენტურ დისკუსიას - აქ, ცხადია, ყველა არ იგულისხმება", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი