logo_geo
კახა კალაძე: ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით შევძელით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება
- +

22 სექტემბერი. 2021. 02:29

 

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, განვლილ 4 წელიწადში მისმა გუნდა ყველა მიმართულებით ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

 

„ჩვენ 2017 წლიდან ჩავუყარეთ მყარი საფუძველი „სიცოცხლით სავსე ქალაქს“. უამრავი პრობლემა იყო ყველა მიმართულებით. განვლილი 4 წელი ნამდვილად მეამაყება, რადგან, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით შევძელით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება. ეს არის რეკრეაციული სივრცეები, პარკებისა და სკვერების განახლება-მოწყობა-რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.

 

მინდა, საზოგადოებას სიახლეების შესახებაც ვუთხრა. ეს არის ურბანული პოლიტიკა, რომელიც 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ინფრასტრუქტურის განვითარება-მოწესრიგება, კონკრეტული ქუჩების, კონკრეტული გამზირების რეაბილიტაცია, ძველი თბილისის მოწესრიგება,“ – აღნიშნა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი