logo_geo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლიდან დღემდე ჯარში ძალიან პოზიტიური პროცესები მიდის
- +

22 სექტემბერი. 2021. 03:01

 

„როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთე, ამას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ინფორმაცია, რომელიც მე გავავრცელე, არის 0,001% იმისა, რაც ზოგადად ვიცი. რომ არ გამოსულიყო ყოფილი პრეზიდენტი და არ მიემართა ჯარისკაცებისთვის, მე ამაზე არ ვისაუბრებდი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

 

„ხშირია საუბრები არჩევნების გაყალბებაზე და მანამდეც შემეძლო ამაზე საუბარი, მაგრამ ეს განცხადება იმისთვის გავაკეთე, რომ დამეცვა ჯარი პოლიტიკისგან. 2012 წლიდან დღემდე ჯარში მიდის ძალიან პოზიტიური პროცესები. 2012 წელს თავდაცვის ძალების ბაზებიდან გავიდა საარჩევნო უბნები, მანამდე თითქმის ყველა ნაწილში იყო საარჩევნო უბანი. როდესაც ნაწილის ტერიტორიაზე იყო საარჩევნო უბნები, დემოკრატია კი იყო მყიფე, პოლიტიკას ექნებოდა თავისი ჩარევა ჯარის ცხოვრებაში. 2012 წელს ხელისუფლებამ დაინახა ეს სუსტი მხარე და სცადა პოლიტიკისა და ჯარის დაშორიშორება ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ გადაწყდა საარჩევნო უბნების გამოყვანა თავდაცვის ჯარების ნაწილებიდან და თითოეულ ჯარისკაცს მიეცა შესაძლებლობა, ხმა მისცეს საკუთარ უბანზე. გარდა ამისა, ავღანეთში რამდენიმე არჩევნები ჩატარდა და არაერთხელ წააგო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ვერავინ მეტყვის, რომ რომელიმე მეთაური დაისაჯა ან ჯარისკაცი გააგდეს ამის გამო. ამის მოწმეა მთელი შეიარაღებული ძალების 100%, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი