logo_geo
ეკა ჩხეიძე: განსკუთრებით რთული იყო პანდემიის დაწყების პირველი ეტაპი...
- +

22 სექტემბერი. 2021. 16:05

 

 

მსახიობი, ეკა ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პანდემიის პერიოდზე და მასთან გამკლავების მეთოდზე საუბრობს.

 

„განსაკუთრებით რთული იყო პანდემიის დაწყების პირველი ეტაპი, როცა ყველაფერი გაჩერდა და ინფორმაციაც ძალიან ცოტა გვქონდა. შემდეგ ვისწავლეთ ვირუსთან ერთად ცხოვრება. რეგულაციების გათვალისწინებით პერიოდულად თეატრებიც მუშაობდა. მართალია, მაყურებლისთვის არ არის ადვილი პირბადით დარბაზში ყოფნა, მაგრამ, როცა ამაზეა დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, უნდა გაუძლო. შემცირდა სპექტაკლის ჩვენების დრო, გაუქმდა  შესვენება, ანუ სპექტაკლი უნდა იყოს ერთმოქმედებიანი. ყველა მოთხოვნას ვემორჩილებით. იმედია, ვაქცინაცია თავის საქმეს გააკეთებს და მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება“, - ამბობს მსახიობი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი