logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, მშვიდად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე
- +

24 სექტემბერი. 2021. 00:36

 

„კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ როგორი მძიმე ფორმისაც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მათ შორის ამ ფორმის, რაც მართლა ძალიან მძიმე იყო, მათ არ მისცენ რეაქცია ამ ყველაფერს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, რომ მათ არ მიეცეთ პროვოკაციების საშუალება და მშვიდად მიიყვანონ ეს არჩევნები ბოლომდე.

 

„ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში გვქონდა ბოლო შემოვლა არჩევნების წინ. ძირითადად შტაბის უფროსებსა და მერობის კანდიდატებს ვხვდებოდით და ვსაუბრობდით პირველ რიგში იმაზე, რომ აბსოლუტურად განწირულია ოპოზიცია. მათ იციან სოციოლოგიური კვლევის რეალური შედეგები. ერთია რას დებენ, მაგრამ, მეორეა რეალური შედეგები, რაც მათ კარგად იციან. ასევე იციან, რომ ერთადერთი, რაც ჩვენ გვაინტერესებს, ეს არის ის, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდად მივიყვანოთ ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვდით, გაეფრთხილებინათ თითოეული აქტივისტი, რომ როგორი მძიმეც უნდა ყოფილიყო შეურაცხყოფა, პროვოკაცია და ა.შ. არავითარ შემთხვევაში რეაგირება არ ყოფილიყო მათი მხრიდან და საინტერესოა, რომ დღეს მე თვითონ აღმოვჩნდი ამ აქტივისტების მდგომარეობაში. ძალიან რთულია მოთმენა, პირდაპირ ვიტყვი, როდესაც ადამიანი მოდის, თან სამართლებრივად აღიარებული კრიმინალი და პირდაპირ გაყენებს შეურაცხყოფას. ამ დროს შენ არ გაქვს რეაგირების საშუალება და გაქვს თმენის ვალდებულება. ძალიან რთულია თავშეკავება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემ თავზეც გამოვცადე, ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ როგორი მძიმე ფორმისაც უნდა იყოს პროვოკაცია, მათ შორის ამ ფორმის, რაც ძალიან მძიმე იყო, მათ არ მისცენ რეაქცია ამ ყველაფერს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ მათ არ მივცეთ პროვოკაციების საშუალება და მშვიდად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი