logo_geo
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ შეიძლება უინტელექტო ადამიანს თბილისის მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა მისცეს ხმა
- +

24 სექტემბერი. 2021. 03:00

 

„რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, შემიძლია ხელი მოვაწერო ამას, ორჯერ მეტი ექნება კალაძეს, ვიდრე მელიას და ორჯერ მეტი მელიას ვიდრე გახარიას. ეს ერთხელ გაკეთებული მაქვს „იმედის“ ეთერში და პასუხისმგებელი ვიქნები ამ შემთხვევაში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

 

მისი თქმით, არ შეიძლება უინტელექტო ადამიანს თბილისის მოსახლეობის მეოთხედმა მისცეს ხმა,

 

„ჩვენ დღეს გამოვაქვეყნეთ კვლევის შედეგები და რა შედეგებიც არის გამოქვეყნებული, ველოდებით, იმ რადიუსში, არის ხოლმე ცდომილება 2-3 %-ი და დაახლოებით 2 კვირაა დარჩენილი დამატებით, მაგრამ ზუსტად ამის კვლევის შედეგების მიხედვით, ველოდებით შესაბამის საარჩევნო შედეგებს. ეს ნიშნავს, რომ კახა კალაძე კარგად უნდა ასცდეს 50 %-იან ნიშნულს. რაც შეეხება მელიას, როგორც ეს წინა არჩევნებზე ხდებოდა, სამწუხაროდ ის ალბათ, აიღებს ყოველ მეოთხე ხმას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და საზოგადოებამ უნდა შეხედოს იმას, რაც არის მათი სახე. არ შეიძლება უინტელექტო ადამიანს თბილისის მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა მისცეს ხმა, ადამიანს, რომლის ინტელექტის მაჩვენებელი არის ფსკერს ქვემოთ. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ იმედი მაქვს არ იქნება ეს ყოველი მეოთხე ხმა და იქნება ყოველი მეხუთე ხმა და უფრო ნაკლები. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსან გახარიას, მას ძალიან გაუჭირდება ორნიშნა შედეგის დადება. შესაბამისად, ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ კალაძეს აქვს ორჯერ მეტი, ვიდრე მელია და მელიას ორჯერ მეტი, ვიდრე გახარიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი