logo_geo
ივანე ჩხაიძე: საქართველოში ვაქცინირებული მოსახლეობა მცირეა, რაც ნიშნავს, რომ პანდემია კიდევ გაგრძელდება
- +

28 სექტემბერი. 2021. 02:29

 

„ვაქცინაციის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გვიმცირდება და თანდათან ვშორდებით იმ ციფრს, რაც ქვეყანას უნდა. ეს არ არის სამედიცინო სისტემის არჩევანი, რომ მინიმუმ 60% იყოს აცრილი, ეს არის ქვეყნის არჩევანი, რათა პანდემია დასრულდეს“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძენ „მაესტროს“ ეთერში.

 

„ყველა ქვეყანას აქვს მიზანი დასახული, რომ მოსახლეობის მინიმუმ 60 % აცრას, ყველა ქვეყანას უნდა პანდემიის დამარცხება. როგორც ჩანს საქართველოს არ ჰქონია ეს მიზანი, იმიტომ რომ, ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა იმდენად მცირეა, იმედი იმისა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ მოვახერხოთ მოსახლეობის 60% ვაქცინაცია, ნაკლებად გვაქვს, რაც ძალიან ცუდია - ეს ნიშნავს რომ ჩვენთან პანდემია კიდევ გაგრძელდება და არ დასრულდება ისე, როგორც ვგეგმავდით“, -აღნიშნა ჩხაიძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი